ფედელე:

ფედელე: "კვარას შემდეგ ოსიმენის რეაქცია ერთ რამეს ცხადყოფს"

ფაბიო და პაოლო კანავაროების ყოფილმა აგენტმა ენრიკო ფედელემ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, რუდი გარსიამ გუნდზე კონტროლი დაკარგა და ის აუცილებლად უნდა გაათავისუფლონ.

„ამ მომენტში „ნაპოლიში“ დიდი არეულობაა. კვარას შემდეგ ოსიმენის რეაქცია ერთ ფაქტს ცხადყოფს; გუნდმა მწვრთნელის დელეგიტიმაცია მოახდინა, რომელიც სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს. დელიკატური მომენტია. დარწმუნებული ვარ, რომ გარსია ახლავე უნდა გაათავისუფლონ, მაგრამ ვინ უნდა შეცვალოს? ბევრი ვარიანტი არ არის. ერთი ნამდვილად არის ფაქტი: წელს მიზანი არა სკუდეტო, არამედ ჩემპიონთა ლიგის ზონაში, ოთხეულში მოხვედრაა“, - თქვა ფედელემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში ზედიზედ სამი მატჩია ვერ იგებს და მხოლოდ 8 ქულა აქვს, ლიდერ „ინტერთან“ ჩამორჩენა უკვე 7 ქულას შეადგენს. გარსიას გუნდი მომდევნო ტურში 27 სექტემბერს, „უდინეზეს“ უმასპინძლებს.