მადრიდში კატალონიელი სეპარატისტების ამნისტია ათობით ათასმა ადამიანმა გააპროტესტა

მადრიდში კატალონიელი სეპარატისტების ამნისტია ათობით ათასმა ადამიანმა გააპროტესტა

მადრიდში საპროტესტო აქციაზე 40 ათასი ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, პედრო სანჩესის მიერ კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

მსვლელობას ოპოზიციური, „კონსერვატიული სახალხო პარტიის“ მხარდამჭერებიც შეუერთდნენ. მათი მტკიცებით, სეპარატისტთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გაუქმება იგივე იქნებოდა, რაც გადატრიალების ორგანიზატორთა ამნისტია.