საფრანგეთმა ნიგერიდან ელჩი გაიწვია და ჯარსაც გაიყვანს

საფრანგეთმა ნიგერიდან ელჩი გაიწვია და ჯარსაც გაიყვანს

საფრანგეთმა ნიგერიდან ელჩი გაიწვია და ჯარსაც გაიყვანს. ამის შესახებ BBC ემანუელ მაკრონზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ადგილობრივი ტელეკომპანიებისთვის მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მოტივად ნიგერში, ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალება დაასახელა. მისი თქმით, 1 500 ჯარისკაცს წლის ბოლომდე გაიყვანენ, რადგან საფრანგეთი უარს ამბობს „პუტჩისტების მძევლობაზე“.

Reuters-ის ცნობით, ნიგერიდან საფრანგეთის გასვლა, აფრიკაში რუსეთის გავლენის გაფართოების რისკის გამო, დასავლეთის შეშფოთებას გაამძაფრებს, ვინაიდან, დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფი "ვაგნერი", ნიგერის მეზობელ მალიში იმყოფება.