ემანუელ მაკრონი: მთიან ყარაბაღში რუსეთი აზერბაიჯანთან ერთად მოქმედებს, ამიტომ საფრანგეთი სომხეთის მხარდაჭერას გააგრძელებს

ემანუელ მაკრონი: მთიან ყარაბაღში რუსეთი აზერბაიჯანთან ერთად მოქმედებს, ამიტომ საფრანგეთი სომხეთის მხარდაჭერას გააგრძელებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მთიან ყარაბაღში რუსეთი აზერბაიჯანთან ერთად მოქმედებს, ამიტომ საფრანგეთი სომხეთის მხარდაჭერას გააგრძელებს. ამის შესახებ მაკრონმა ტელეარხ TF1-ის ეთერში განაცხადა.

„ურყევად და უპირობოდ დავუჭერთ მხარს სომხეთს, როგორც პოლიტიკურ, ასევე ჰუმანიტარულ დონეზე. სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჩვენთვის ძალიან მგრძნობიარეა. რუსეთი აზერბაიჯანთან ერთად მოქმედებს, ამიტომ საფრანგეთი სომეხი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს“, - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.

მთიან ყარაბაღს ეთნიკური სომხები ტოვებენ. 24 სექტემბრის 22:00 საათის მონაცემებით, რეგიონიდან სომხეთის ტერიტორიაზე საერთო ჯამში 1050 დევნილია გადასული.