იტალიელმა ჟურნალისტმა ფრანჩესკო მოდუნიომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, არსებობს ფეხბურთელის ნოსტალგია, რომელიც მარტამდე აღფრთოვანებას იწვევდა.
„დღეს კვარაცხელიას თამაში წაკითხვადია, უფრო პროგნოზირებადი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ორმაგი მეურვეობის წინაშე უსიამოვნებაში ხვდება. ისწავლეს მისი შეჩერება, რაღაც მეტია საჭირო, თუნდაც მენტალური სიბრაზე, რომელიც ალბათ ახლა არ აქვს. როცა ენერგია და მუხტი აკლია, ყველაფერი უფრო რთულია. არიან მოთამაშეები, რომლებიც იკვებებიან აპლოდისმენტებით და წარმატებებით. ქართველს თავის პოვნა უჭირს, ცოტათი იმ ძაღლს ჰგავს, რომელიც თავის კუდს დასდევს. ვეღარ ვხედავთ ფეხბურთელს, რომელიც მარტამდე აღფრთოვანებას იწვევდა და იმ ფეხბურთელის ნოსტალგია იგრძნობა“, - თქვა მოდუნიომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 24 სექტემბერს, სტუმრად „ბოლონიას“ დაუპირისპირდება.