გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად იულიან ნაგელსმანი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ახალგაზრდა სპეციალისტს კონტრაქტი 2024 წლის 31 ივლისამდე გაუფორმა, შესაბამისად, ნაგელსმანი „ბუნდესნაკრებს“ ევრო 2024-ზე უხელმძღვანელებს, რომელიც გერმანიაში ჩატარდება.
ნაგელსმანმა ჰანსი ფლიკი შეცვალა, რომელიც ორი კვირის წინ გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ ფლიკის ნაცვლად ნაგელსმანი თავის დროზე „ბაიერნშიც“ დანიშნეს.
„ევროპის ჩემპიონატს ვმასპინძლობთ, რაც რაღაც განსაკუთრებულია და რამდენიმე ათწლეულში ერთხელ ხდება. ამ გამოწვევას დიდი სურვილით ვიღებ, მომდევნო წელს ერთიანი და შეკრული გუნდი გვეყოლება“, - თქვა ნაგელსმანმა.
იულიან ნაგელსმანი 2016-2019 წლებში „ჰოფენჰაიმში“ მუშაობდა, 2019-2021 წლებში „ლაიფციგში“, ხოლო 2021 წლიდან 2023 წლის მარტამდე „ბაიერნში“.