იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ბარჯიჯამ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია რაფაელ ლეაუზე კარგი ფეხბურთელია.
როგორც მან აღნიშნა, თავის გუნდში ამ ორ ფეხბურთელს შორის არჩევანს ყოველთვის კვარაცხელიას სასარგებლოდ გააკეთებდა.
„კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია. „ნაპოლის“ ტალანტსა და ლეაუს შორის, ჩემი დაკვირვებით, შედარებაც არ არსებობს: ყოველთვის კვარაცხელიას ავირჩევდი და წარმოიდგინეთ, რომ ქართველი „მილანის“ ფეხბურთელზე მკვეთრად ნაკლებ ხელფასს იღებს“, - თქვა ბარჯიჯამ.