უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლესთან ერთად, კანადაში ჩავიდა. მათ აეროპორტში კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო დახვდა.
ჯასტინ ტრუდო ვოლოდიმირ ზელენსკის პირისპირ შეხვდება, ასევე იგეგმება ზელენსკის სიტყვით მიმართვა კანადის პარლამენტისადმი.
კანადაში ყოფნისას ზელენსკი ასევე ეწვევა ტორონტოს, სადაც ის კანადელ ბიზნესლიდერებს შეხვდება.