ფელიქსი: „ვერ შევეგუე სიმეონესა და „ატლეტიკოს“ იდეებს“

ფელიქსი: „ვერ შევეგუე სიმეონესა და „ატლეტიკოს“ იდეებს“

მადრიდის „ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ჟოაოუ ფელიქსმა, რომელიც „ბარსელონაში" იჯარით თამაშობს, აღიარა, რომ ვერ შეეგუა მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონეს იდეებს.

„ეს არის ფეხბურთი. თუ რამე არასწორედ მოხდება, გუნდი უნდა შეიცვალოთ. ვცადე „ჩელსიში,“ ახლა „ბარსელონაში“ ვარ, რადგან „ატლეტიკოში“ კარგად ვერ ვითამაშე. კლუბისა და მწვრთნელის იდეებს ვერ მოვერგე. მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი გამეკეთებინა მაქსიმუმი. თუმცა კარგი პერიოდებიც მქონდა.“ - ციტირებს ფელიქსის სიტყვებს Mundo Deportivo.

ფელიქსი „ბარსელონაში" ერთწლიანი იჯარით თამაშობს. მიმდინარე სეზონში ფორვარდმა ყველა ტურნირზე სამი მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი „ატლეტიკოსთან“ 2029 წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს.