უკრაინის საგარეო უწყება პოლონეთს მოუწოდებს, გვერდზე გადადოს ემოციები

უკრაინის საგარეო უწყება პოლონეთს მოუწოდებს, გვერდზე გადადოს ემოციები

უკრაინის საგარეო უწყება პოლონეთს მოუწოდებს, გვერდზე გადადოს ემოციები უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის საკითხთან დაკავშირებით.

"ჩვენს პოლონელ მეგობრებს მოვუწოდებთ, გვერდზე გადადონ ემოციები. უკრაინულმა მხარემ პოლონეთს მარცვლეულის პრობლემის გადაჭრის კონსტრუქციული გზა შესთავაზა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი წინადადებები საფუძველი გახდება დიალოგის კონსტრუქციულ მიმართულებით გადასაყვანად", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ.

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებული განცხადების გამო, პოლონეთის საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარეს.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ "ზოგიერთი ჩვენი მეგობარი ევროპაში სოლიდარობას თამაშობს პოლიტიკურ თეატრში და მარცვლეულის მიწოდებას თრილერად აქცევს, ისინი ეხმარებიან მოსკოველი მსახიობისთვის სცენის მომზადებაში".

პოლონეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ პოლონეთისადმი მიმართული ეს თეზისი მცდარია და განსაკუთრებით გაუმართლებელი იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც უკრაინას ომის პირველივე დღეებიდან უჭერს მხარს.