ერევანში დაგეგმილი სნუპ დოგის კონცერტი გადაიდო

ერევანში დაგეგმილი სნუპ დოგის კონცერტი გადაიდო

23 სექტემბერს ერევანში დაგეგმილი ამერიკელი რეპერის სნუპ დოგის კონცერტი გადაიდო. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც მუსიკოსის ჩამოყვანის ორგანიზატორებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

„სამწუხაროდ, გაცნობებთ, რომ სომხეთის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა გადაწყვეტილება სნუპ დოგის 23 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტის გადადების შესახებ. ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის მიერ 19 სექტემბერს განხორციელებულ ფართომასშტაბიან აგრესიას და მძიმე სისასტიკეს ჩვენი თანამემამულეების მიმართ. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ გულწრფელ ბოდიშს ვუხდით ყველას, ვინც ბილეთები შეიძინა და მოუთმენლად ელოდა კონცერტს. ასევე, გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ბილეთების მართვისა და ახალი კონცერტის თარიღის შესახებ დეტალები მალე გახდება ცნობილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.