ერევანში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება - ღამით ადგილი ჰქონდა სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებებს

ერევანში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება - ღამით ადგილი ჰქონდა სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებებს

ერევანში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. მოსახლეობის ნაწილი პრემიერ ფაშინიანს აზერბაიჯანთან კაპიტულაციაში სდებს ბრალს და მის გადადგომას ითხოვს. ვითარება რესპუბლიკის მოედანზე ღამით რამდენჯერმე დაიძაბა.

ადგილი ჰქონდა სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებებს. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააპატიმრა.