მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების დელეგაცია აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე ჩავიდა

მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების დელეგაცია აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე ჩავიდა

მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების დელეგაცია აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე ჩავიდა. ამის შესახებ როგორც აზერბაიჯანული, ასევე სომხური მედია იტყობინება.

შეხვედრაზე, რომელიც ქალაქ ევლახში გაიმართება, „რეინტეგრაციის, უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები“ იქნება განხილული.

მოლაპარაკებები 20 სექტემბერს დაანონსდა, როდესაც აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.