ოლიჩი „ბაიერნს“ ემუქრება

ოლიჩი „ბაიერნს“ ემუქრება

დღეს გერმანიის ბუნდესლიგის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართება. მიუნჰენის „ბაიერნი“ კლუბ „ვოლფსბურგს“ უმასპინძლებს.

რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „BIld” “ვოლფსბურგის“ თავდამსხმელ ივიცა ოლიჩთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. ხორვატი შემტევი 2009-2012 წლებში მიუნჰენურ გუნდში ასპარეზობდა. ოლიჩი ყოფილ თანაგუნდელებს დღეს უშეღავათო ბრძოლას პირდება.

„წინა სეზონის განმავლობაში „ბაიერნის“ წინააღმდეგ თამაში ორჯერ მომიწია. სამწუხაროდ „ვოლფსბურგმა“ მინდორი ორივე შემთხვევაში დამარცხებულმა დატოვა. ყოფილ გუნდს დღეს მესამედ ვხვდები და ამჯერად წარმატების მიღწევა მსურს.

უკვე 34 წლის გახლავართ და საკუთარი გეგმების შესახებ ხშირად მეკითხებიან. უახლოესი ორი წლის განმავლობაში საფეხბურთო კარიერის დასრულებას არ ვაპირებ. „ვოლფსბურგში“ თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ახალ კლუბში კარიერის გაგრძელებას არ ვგეგმავ“. - განაცხადა ივიცა ოლიჩმა.