„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „ბრაგასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
„მთელი შემადგენლობა მნიშვნელოვანია, მათ შორის, ვინც პირველი წუთიდან იწყებს თამაშს, მაგრამ განვლილ ოთხ მატჩშიც ვნახეთ, რომ მხოლოდ ისინი არ არიან მნიშვნელოვანი, არამედ ვინც შეცვლაზე შედის. ოსიმენმა კარგად დაიწყო, ორ თამაშში 3 გოლი გაიტანა, ბოლო ორი მატჩი კი არ გაუტანია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ხვალ გაიტანს.
ხვიჩას სიტუაცია ცოტათი განსხვავებულია. ტრავმის გამო მოსამზადებელ ეტაპზე შეფერხდა, პირველი მატჩი გამოტოვა, მეორეში მხოლოდ მეორე ტაიმი ითამაშა, მესამეში 90 წუთის თამაში არ შეეძლო. მასთან ვისაუბრე, რადგან მინდა მშვიდი და წყნარი იყოს, ერთი სული აქვს გადამწყვეტი იყოს და გოლი გაიტანოს, რადგან მგონი, გარკვეული ხანია გოლი არ გაუტანია, მაგრამ მისთვის საუკეთესო გამოსავალია გოლის გასატანად, რომ ამაზე არ იფიქროს. საგოლე პასიც შესანიშნავი იქნება, როგორც ეს „სასუოლოსთან“ გააკეთა. დიდი ფეხბურთელია, ხვალ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ვთამაშობთ, ყველა ჩვენგანი, ფეხბურთელები, მწვრთნელები ვოცნებობთ აქ თამაშზე და გვინდა, რაც შეიძლება შორს გავიდეთ. ასეთი საღამოები დიდი ფეხბურთელებისთვისაა და ხვიჩაც ერთ-ერთი მათგანია“, - განაცხადა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ „ბრაგასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 20 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.