ნიგერიის ნაკრების მწვრთნელი:

ნიგერიის ნაკრების მწვრთნელი: "ოსიმენი "ნაპოლიდან" წასვლაზე ფიქრობდა"

ნიგერიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე პესეირომ განაცხადა, რომ ზაფხულში ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის“ დატოვებას ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ გადაიფიქრა.

„ოსიმენთან ზაფხულში დიდხანს ვისაუბრე „ნაპოლიდან“ შესაძლო წასვლაზე, თავიდან ყოყმანობდა, ფიქრობდა კიდეც, რომ შეიძლებოდა წასულიყო, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა დარჩენა და ყველაფერი გაეკეთებინა „ნაპოლისთვის. რა თქმა უნდა, არაბეთში ორი წელი თამაში უფრო მდიდარს გაგხდის, ვიდრე ევროპაში 10, მაგრამ „ნაპოლიში“ მას შეუძლია აჩვენოს თავისი შესაძლებლობები, ნიჭი და თვისებები“, - თქვა პესეირომ.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან ოთხ მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.