კაპელო:

კაპელო: "მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნაპოლის" ფეხბურთელების მუცელი სავსეა"

ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, რჩება შთაბეჭდილება, რომ „აძურის“ ფეხბურთელები გამარჯვებას მოწყურებულნი აღარ არიან, რადგან შარშანდელივით თამაშის სურვილს მათში ვერ ხედავს.

„მინდა გასული სეზონის „ნაპოლი ვნახო, არც ისე ბევრი სათამაშო სისტემით. გარსია ეძებს ახალ ვარიანტებს და ალბათ, აჭარბებს, რადგან იყო საათი, რომელიც იდეალურად მუშაობდა. „ნაპოლის“ მატჩებს ამ სეზონში ყურადღებით ვუყურებ და თითქოს, სავსე მუცლით ფეხბურთელებს ვხედავ. არ აპრესინგებენ და არ დარბიან იმ ინტენსივობით, როგორც შარშან. იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგაზე ნამდვილ „ნაპოლის“ ისევ ვნახავთ, რომელსაც უნდა მოგება და შოუს მოწყობა. „მილანთან“ გასულ სეზონში წაგებამდე, „ნაპოლი“ იყო გუნდი, რომელიც ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა. შესაბამისად, უნდა დაიბრუნონ ასეთი თამაშის სურვილი, პირველ რიგში, კვარა და ოსიმენი უნდა დაბრუნდნენ ისეთ ფორმაში, რომ განსხვავება ისევ შექმნან“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე პორტუგალიურ „ბრაგას“ სტუმრად დაუპირისპირდება.