დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ვესაუბრე და მოვუწოდე, სასწრაფოდ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
"აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიტუაციის დეესკალაცია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების ხელშეწყობისთვის", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ენტონი ბლინკენის თქმით, პრეზიდენტმა ალიევმა მზადყოფნა გამოთქვა სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებისა და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის შეხვედრისთვის.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ყარაბაღში ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების შესახებ განაცხადეს.