აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი უკრაინის დაფინანსებაზე: ზელენსკისთან კითხვები მაქვს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი უკრაინის დაფინანსებაზე: ზელენსკისთან კითხვები მაქვს

როდესაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს რუსეთთან ომის წინააღმდეგ აშშ-ის დაფინანსების განახლების შესახებ კითხვა დაუსვეს, კევინ მაკარტიმ განაცხადა, რომ მას უკრაინის პრეზიდენტთან კითხვები აქვს. ამის შესახებ Hill-ი წერს.

„სად არის ანგარიშვალდებულება იმ თანხებზე, რომელიც უკვე დავხარჯეთ და რა არის გამარჯვების გეგმა“, - განაცხადა მაკარტიმ.

მისივე განმარტებით, ის შეხვედრას აპირებს ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება.

„რაც გააკეთა რუსეთმა, რომ შეიჭრა უკრაინაში, ეს არასწორი და სისასტიკეა. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს დამთავრდება. ამასთან, როგორც მე თავიდანვე ვამბობდი, მინდა ანგარიშვალდებული ვიყო იმაზე, თუ რაში ხარჯავენ თანხებს ჩვენი გადასახადის გადამხდელები და მე გამარჯვების გეგმა მჭირდება“, - აღნიშნა კევინ მაკარტიმ.