მედია: პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის ნიუ-იორკში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა

მედია: პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის ნიუ-იორკში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა

პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. როგორც Unian-ი იუწყება, ამის შესახებ გაზეთი Rzeczpospolita წერს.

ანჯეი დუდას განმარტებით, სხვა შეხვედრის განრიგის შეცვლის გამო, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გაუქმდა, თუმცა, ის არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებები მოგვიანებით გაიმართოს.