„ატლეტიკომ“ დიეგო სიმეონესთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა

„ატლეტიკომ“ დიეგო სიმეონესთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელთან, დიეგო სიმეონესთან კონტაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა - წერს El Chiringuito.

წყაროს ცნობით, ახალი შრომითი ხელშეკრულება კიდევ ორი ​​წლით გაგრძელდება. კონტრაქტის პირობებს ოქტომბრის სანაკრებო პაუზისას განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონე მადრიდის „ატლეტიკოს“ 2011 წლიდან წვრთნის. ამ ხნის განმავლობაში მადრიდულმა კლუბმა ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის სუპერთასი, ორჯერ გაიმარჯვა ევროპა ლიგაში და მოიპოვა უეფას სუპერთასი, ასევე მოიგო ქვეყნის თასი.

პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში, ოთხი ტურის შემდეგ, არგენტინელი სპეციალისტის გუნდმა შვიდი ქულა დააგროვა და ამჟამად სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.