ირანმა აშშ-ის 5 მოქალაქე 6 მილიარდი დოლარის აქტივებს განბლოკვას სანაცვლოდ გაათავისუფლა

ირანმა აშშ-ის 5 მოქალაქე 6 მილიარდი დოლარის აქტივებს განბლოკვას სანაცვლოდ გაათავისუფლა

ირანის ხელისუფლებამ სამშობლოში დააბრუნა 5 ამერიკელი, რომლებმაც ირანულ ციხეებში რამდენიმე წელი გაატარეს და ტყვეებად ითვლებოდნენ.

როგორც BBC წერს, სანაცვლოდ თეირანმა 6 მილიარდის აქტივებზე წვდომა მიიღო, რომელიც მანამდე გაყინული იყო. გარიგება კატარის შუამდგომლობით შეათანხმეს, რომლის ბანკებშიც აღნიშნული თანხა გადაირიცხა.

აშშ-ის მოქალაქეების გათავისუფლებას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისინი წლების განმავლობაში იტანდნენ "ტანჯვასა და გაურკვევლობას".