ნატო ბალტიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო წვრთნას ატარებს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
მანევრების ფარგლებში, სამხედროები სწავლებას გაივლიან დესანტის გადასხმის, ზღვიდან ხმელეთზე შემტევი ოპერაციების გამართვისა და ბალტიის ზღვის გავლით უსაფრთხო მარშრუტების უზრუნველსაყოფად.
სწავლებაში ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან 30 გემი და 3 ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.