ლეო მესი სასამართლოში გამოცხადდა

ლეო მესი სასამართლოში გამოცხადდა

ესპანური მას-მედიის ცნობით, რამდენიმე საათის წინ არგენტინის ეროვნული გუნდისა და „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლეო მესი ქალაქ ბარსელონას სასამართლოში გამოცხადდა. ფეხბურთელს თან ადვოკატი და მამა, ხორხე მესი ახლდნენ.

რამდენიმე თვის წინ ესპანელმა სამართალდამცველებმა ფეხბურთელი გადასახადების დამალვაში დაადანაშაულეს.

მოთამაშეს  2006-2009 წლებში სახელმწიფოსთვის 4 მილიონი ევროს დამალვას ედავებიან.

დღევანდელი პროცესი წესითა და რიგით მიმდინარე წლის 17 სექტემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ დაუდგენელი მიზეზის გამო დღეისათვის გადაიდო.

ლეო მესი „დანაშაულს“ არ აღიარებს და ხელს კლუბის ოფიციალური წარმომადგენლების მიმართულებით იშვერს.

„არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. ხელფასს „ბარსელონა“ მიხდიდა და ესპანეთის ხაზინაში თანხა კლუბის წარმომადგენლებს უნდა ჩაერიცხათ. იმედი მაქვს სასამართლო გამამართლებს.“ - განაცხადა დღეს არგენტინელმა მოთამაშემ