ცნობილი ფრანგი გეხბურთის სპეციალისტი არსენ ვენგერი ლონდონის „არსენალში“ 1996 წლიდან მუშაობს. 63 წლის „პროფესორი“ ამჟამინდელ გუნდს ისე შეეჩვია რომ საპენსიო ასაკამდე ლონდონის დატოვებას არ აპირებს.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „არსენალის“ ხელმძღვანელობა ვენგერს ახალ ორწლიან ხელშეკრულებას სთავაზობს. რასაკვირველია მწვრთნელმა ეს წინადადება დიდი სიხარულით მიიღო.
დღეს დილით ბატონი არსენი გამოცემას „The Sun” ესაუბრა და გამოთქვა იმედი რომ „არსენალში“ კიდევ არაერთი წლის განმავლობაში იმუშავებს.
„გუშინ კლუბის მეპატრონე სტენ კრონკეს ვესაუბრე და მისი ახალი შემოთავაზება მივიღე. „არსენალის“ გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. ლონდონში ბოლო 17 წლის განმავლობაში ვმოღვაწეობ და კლუბის დატოვებას მომავალში არ ვაპირებ. ჩემი ნება რომ იყოს, „არსენალთან“ საპენსიო ასაკამდე ვითანამშრომლებდი“, - განაცხადა არსენ ვენგერმა.