იტალიელი ჟურნალისტი:

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელიასთან მიმართებაში აბსურდულად იქცევიან"

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ბარჯიჯამ განაცხადა, რომ „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას აბსურდულად ექცევიან. მისთვის გაუგებარია ქართველი ფეხბურთელის ყოველ მატჩში შეცვლა და „ნაპოლიც“ გააკრიტიკა.

„ამ სეზონის დასაწყისიდან ვამბობ, რომ წინა სეზონთან შედარებით ეს „ნაპოლი“ სუსტია. მწვრთნელი მოვიდა, როგორც მეხუთე-მეექვსე არჩევანი, კიმიც ადეკვატურად არ შეცვლილა, არც ნდომბელე. კვარას მართვა აბსურდია! ყოველთვის ვლაპარაკობ მანამდე და არა შემდეგ“, - აღნიშნა ბარჯიჯამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 3 მატჩში 1 საგოლე პასი აქვს გაკეთებული. „ნაპოლი“ ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში 24 სექტემბერს, „ბოლონიას“ ესტუმრება, თუმცა, მანამდე ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში 20 სექტემბერს, „ბრაგას“ სტუმრად შეხვდება.