მსახიობი ჰიუ ჯეკმანი და მისი მეუღლე დებორა ლი ერთმანეთს 27-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ

მსახიობი ჰიუ ჯეკმანი და მისი მეუღლე დებორა ლი ერთმანეთს 27-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ

მსახიობი ჰიუ ჯეკმანი და მისი ცოლი, დებორა ლი ჯეკმანი ეთმანეთს 27-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. ამის შესახებ გამოცემა People წერს.

წყვილმა გამოცემა People-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

„გაგვიმართლა და თითქმის 3 დეკადა გავატარეთ ერთად, როგორც ცოლ-ქმარმა, არაჩვეულებრივ, სიყვარულით სავსე ქორწინებაში. ახლა ჩვენი ცხოვრების გზები იცვლება და მივიღეთ გადაწყვეტილება დავშორდეთ, ჩვენივე წინსვლისა და ზრდისთვის“, - ნათქვამია ინტერვიუში.

„ჩვენი ოჯახი ყოველთვის იყო და იქნება ყველაზე დიდი პრიორიტეტი. ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა დიდი პატივისცემით და სიყვარულით გადავწყვიტეთ“, - აღნიშნა წყვილმა.

წყვილს ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს, 23 წლის ოსკარი და 18 წლის ავა.