კოლუმბიელი მხატვარი, ფერნანდო ბოტერო გარდაიცვალა

კოლუმბიელი მხატვარი, ფერნანდო ბოტერო გარდაიცვალა

კოლუმბიელი მხატვარი, ფერნანდო ბოტერო, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა თავისი სკულპტურებითა და მოცულობითი, მონუმენტური ფიგურების გამომსახველი ფერწერული ნამუშევრებით მოიპოვა, გარდაიცვალა. ის 91 წლის იყო. ამის შესახებ BBC წერს.

მხატვრის ქალიშვილის თქმით, მონაკოში მცხოვრები ბოტერო პნევმონიით იტანჯებოდა.კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ, ბოტეროს „ტრადიციებისა და ნაკლების, სათნოების მხატვარი" უწოდა. ფერნანდო ბოტეროს მშობლიურ ქალაქ მედელინში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული.

ბოტეროს ხელწერა სხვათაგან განსხვავებულია, რამდენადაც ის თავის ნამუშევრებში გამოსახული ფიგურების ზომებს აზვიადებდა, რაც მათ კომიკურ ან პაროდიულ ეფექტს სძენდა.