ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო რეფორმირებას საჭიროებს და უფრო ინკლუზიური და ყოვლისმომცველი უნდა გახდეს

ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო რეფორმირებას საჭიროებს და უფრო ინკლუზიური და ყოვლისმომცველი უნდა გახდეს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო რეფორმირებას საჭიროებს. The Telegraph-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში ბაიდენი ამ საკითხზე თავად ისაუბრებს.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ვაშინგტონი, რომ გაეროს უშიშროების საბჭო დასახულ ამოცანებს ვერ პასუხობს, კირბიმ განაცხადა, რომ დადგა დრო, ამ საბჭოს არქიტექტურა შეფასდეს. კერძოდ, ვაშინგტონი თვლის, რომ გაეროს უშიშროების საბჭო „უფრო ინკლუზიური და ყოვლისმომცველი“ უნდა გახდეს.