რუდი გარსია:

რუდი გარსია: "არ მაწუხებს ის ფაქტი, რომ კვარაცხელიას გოლი დიდი ხანია არ გაუტანია"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „ჯენოასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია 90 წუთისთვის მზადაა.

ფრანგმა ასევე აღნიშნა, რომ არ აღელვებს ქართველის უგოლო სერია, რადგან გოლების გატანაც აუცილებლად დაიწყებს.

„კვარა გუშინ დაბრუნდა, საქართველოს ნაკრებში ორჯერ ითამაშა 90 წუთი, არ მაწუხებს ის ფაქტი, რომ გოლი დიდი ხანია არ გაუტანია, „ლაციოსთან“ ცოტა იღბალი დააკლდა, ის გაიტანს გოლებს და გააკეთებს საგოლე პასებს, მთავარია კარგად იყოს. „ლაციოსთან“ 90 წუთისთვის მზად არ იყო, საქართველოს ორმა მატჩმა კი დაგვიბრუნა ფიზიკურად მზა ფეხბურთელი, რაც ჩვენთვის კარგი ამბავია“, - თქვა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ „ჯენოასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 16 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.