ნარკობარონ „ელ ჩაპოს“ ვაჟი, ნარკოკარტელ „სინალოას“ ლიდერი ოვიდიო გუსმან-ლოპესი აშშ-ს გადაეცა. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა განაცხადა.
ნარკოკარტელის სათავეში ყოფნის გარდა, აშშ-ში ოვიდიო გუსმან-ლოპესს ასევე ბრალად ედება მომღერლის მკვლელობის დაკვეთა, მას შემდეგ რაც მომღერალმა „ელ ჩაპოს“ ვაჟის ქორწილში სიმღერაზე თქვა უარი.
მერიკ გარლანდმა მადლობა გადაუხადა მექსიკის ხელისუფლებას ოვიდიო გუსმან-ლოპესის აშშ-ში ექსტრადირების საკითხში აღმოჩენილი დახმარებისთვის.
ოვიდიო გუსმან-ლოპესი მექსიკასში მიმდინარე წლის იანვარში დააკავეს.