შამილი ფილმის გმირი გახდება

შამილი ფილმის გმირი გახდება

1935 წელს რეჟისორმა მიხეილ კალატოზოვმა ახალი ფილმისათვის “შამილი“ სცენარი დაწერა, რომელშიც ასახული იყო დაღესტნელი ხალხის ბრძოლა რუსეთის იმპერიალისტური ძალების წინააღმდეგ. აღნიშნული სცენარის მიხედვით ფილმის გადაღებაზე სტალინმა ერთპიროვნულად თქვა უარი და კალატოზოვს ასეთ ფილმზე ფიქრიც კი აეკრძალა. სცენარი 70 წლის განმავლობაში “დაპატიმრებული“ იყო.

ცოტა ხნის წინ კალატოზოვის სცენარით დაინტერესდა საპროდუსერო სტუდია “ტაია“, რომელთაც სცენარზე საავტორო უფლება კალატოზოვის ფონდისგან მოიპოვეს. ამჟამად მიმდინარეობს კინოპროექტის განვითარება და პოტენციური პარტნიორების ძებნა. უკვე ცნობილია, რომ მასში მასში ქართული მხარის გარდა მონაწილეობას მიიღებენ რუსი, ესტონელი, პოლონელი და თურქი პროდუსერები.

სრულყოფილი დრამატურგიაა. მაყურებლისთვის საინტერესო ყველა კითხვას სრულყოფილად აქვს პასუხი გაცემული. ის ფონი, სადაც ისტორია ვითარდება, უფრო პირობითობაა, მთავარი ადამიანური ისტორიებია.  სცენარში უამრავი სხვადასხვა შრეა. საერთო ფონი მთიელთა ბრძოლაა, სადაც უნდა გათამაშდეს სხვადასხვა ადამიანური ისტორიები.

ერთია სასიყვარულო ისტორია - რუსი სალდათისა, რომელიც ტყვედ აყვანეს, და მთიელი გოგონას – ფატიმატის სიყვარული ამბავი. მეორეა ჰაჯი-მურატის ხაზი. ასევეა დედაშვილური სიყვარულის ხაზი - შამილისა და მისი დედის ურთიერთობის ისტორია, რაც სრულიად წარმოუდგენელია დღევანდელი ევროპელი მაყურებლისათვის. სცენარი არ მთავრდება შამილის დამარცხებით, აქ იგი 50 წლის არის, არამედ მთიელთა ერთი კონკრეტული მარცხით, მაგრამ დასასრულში ჩანს, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა გრძელდება.