ნაგელსმანს გერმანიის ნაკრებში 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს

ნაგელსმანს გერმანიის ნაკრებში 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს

გერმანიის საფეხბურთო კავშირსა და იულიან ნაგელსმანს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, 36 წლის სპეციალისტს გერმანელებმა 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, მაგრამ ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის. ნაგელსმანს „ბაიერნთან“ კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ როგორც ცნობილია, მიუნხენელები მზად არიან, იულიანი ხელშეკრულებისგან გაათავისუფლონ.

გერმანიის ნაკრები უმწვრთნელოდ მას შემდეგ დარჩა, რაც ჰანსი ფლიკი დაითხოვეს. დროებით მწვრთნელს, რუდი ფიოლერს კი გუნდში დარჩენა არ სურს, შესაბამისად, ალემანები ახალ მწვრთნელს ეძებენ.