პოპულარული ამერიკული ბოიბენდი NSYNC ბრუნდება. ამის შესახებ Billboard-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯგუფი ახალა სიმღერას Better Place გამოუშვებენ, რომელიც მულტფილმ „ტროლების“ ახალი ნაწილის საუნდტრეკში შევა. ეს ჯგუფის პირველი სიმღერა იქნება 2002 წლის შემდეგ. კომპოზიცია 29 სექტემბერს გამოვა, თუმცა მისი ნაწყვეტის მოსმენა „ტრელების“ თრეილერში შეიძლება მოსმენა.
NSYNC-ი ორლანდოში, 1995 წელს დაარსდა. მასში შედიოდნენ: ლენს ბასი, ჯეისი ჩეიზესი, ჯოუი ფეტოუნი, კრის კირკპატრიკი და ჯასტინ ტიმბერლეიკი. სამი წარმატებული ალბომის გამოშვების შემდეგ ჯგუფი დაიშალა.