„ჯენოას“ მცველმა სტეფანო საბელიმ განაცხადა, რომ „ნაპოლისთან“ მატჩში მათ ნებისმიერი ფეხბურთელის წინააღმდეგ დიდი ყურადღება დასჭირდებათ, რადგან „ნაპოლის“ მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არ ჰყავს.
„ბედნიერები უნდა ვიყოთ ასეთ ცნობილ გუნდებთან თამაშით, ვთქვათ, რომ ეს არის ჯილდო, რომელიც შარშან მოვიპოვეთ. კვარაცხელიას და ოსიმენს დავუპირისპირდებით, მაგრამ ასევე მთელ „ნაპოლის“, რადგან მათ ჰყავთ არაერთი სხვა ფეხბურთელი, რომლებსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ განსხვავების შექმნა“, - თქვა საბელიმ.
შეგახსენებთ, რომ „ჯენოასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 16 სექტემბერს გაიმართება.