ნორვეგიის პრინცესა, რომელიც ამტკიცებს, რომ ანგელოზებთან საუბრობს, ამერიკელ შამანზე თხოვდება

ნორვეგიის პრინცესა, რომელიც ამტკიცებს, რომ ანგელოზებთან საუბრობს, ამერიკელ შამანზე თხოვდება

ნორვეგიის პრინცესა მართა ლუიზა და მისი პარტნიორი, ამერიკელი შამანი დურეკ ვერეტი 2024 წლის ზაფხულში დაქორწინდებიან. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ნორვეგიის მეფემ, ჰარალდ მეხუთემ წყვილს ბედნიერება უსურვა და აღნიშნა, რომ ბედნიერია, ვერეტი მის ოჯახს რომ შეუერთდება.

გასულ წელს პრინცესამ სამეფო მოვალეობებზე უარი თქვა და ალტერნატიული მედიცინის ბიზნესით დაკავდა, რომელსაც საქმროსთან ერთად ხელმძღვანელობს. ვერეტი აცხადებს, რომ კიბო არჩევანია, კორონავირუსის პანდემიის დროს კი კოვიდის საწინააღმდეგო მედალიონებს ყიდდა. პრინცესა ლუიზა კი ამტკიცებს, რომ მას ანგელოზებთან კომუნიკაციის უნარი აქვს.

წყვილის ნიშნობის შესახებ 2022 წელს გახდა ცნობილი.