ანრი ოხანაშვილი: გვაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის აშკარად, უხეშად, მიზანმიმართულად დარღვევა სამართლებრივად დადასტურდება

ანრი ოხანაშვილი: გვაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის აშკარად, უხეშად, მიზანმიმართულად დარღვევა სამართლებრივად დადასტურდება

გვაქვს მოლოდინი, რომ კონსტიტუციურ წარდგინებაში დასმული საკითხი, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის აშკარად, უხეშად, მიზანმიმართულად დარღვევის შესახებ, სამართლებრივად დადასტურდება, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„დღეს ოფიციალურად შევიტანეთ კონსტიტუციური წარდგინება პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე, ახლა დარჩენილია საორგანიზაციო საკითხები, რაც სასამართლომ უნდა განახორციელოს და შემდეგ დაველოდებით მათგან ოფიციალურ შეტყობინებას, ჩაინიშნება თუ არა ზეპირად ამ კონსტიტუციური წარდგინების განხილვა. ამ წარდგინების მოსმენისა და განხილვის შემდეგ უნდა იყოს შესაბამისი დასკვნა - სასამართლო დაადასტურებს, ადგილი ჰქონდა თუ არა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას - ამისთვის ვადა არის ერთი თვე. შესაბამისად, ერთ თვეში სასამართლო გადაწყვეტს საკითხს და პროცედურა გადაინაცვლებს პარლამენტში. რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ კონსტიტუციურ წარდგინებაში დასმული საკითხი, რომ პრეზიდენტმა აშკარად, უხეშად, მიზანმიმართულად დაარღვია კონსტიტუცია, სამართლებრივად იქნება დადასტურებული“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.