სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში „ქართული ოცნების“  პარტიული კონფერენციები გრძელდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები გრძელდება

„ქართული ოცნების“ მესტიის ორგანიზაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს.

ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები მესტიაში, დღეს გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პარტიული კონფერენციები გრძელდება.

13 სექტემბერს კონფერენციები გაიმართება ხობში, სენაკსა და ფოთში.