ბექა დავითულიანი ჟურნალისტებს: თქვენ შეკითხვა დაუსვით ოპოზიციის წევრებს, პარტიულ ხელმძღვანელებს, რა ხარჯებით დაბრძანდებოდნენ ბრიუსელებში?

ბექა დავითულიანი ჟურნალისტებს: თქვენ შეკითხვა დაუსვით ოპოზიციის წევრებს, პარტიულ ხელმძღვანელებს, რა ხარჯებით დაბრძანდებოდნენ ბრიუსელებში?

ბატონმა ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა და მკაფიოდ აღნიშნა, რომ აღნიშნული რეისისა და მგზავრობის თანხა გადახდილი კერძო პირის მიერ. კომპანია იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ საფასურის გადახდა მოხდებოდა არასაბიუჯეტო ხარჯებით, - ამის შესახებ ბექა ოდიშარიამ პრემიერის მიუნხენში მგზავრობაზე საუბრისას განაცხადა.

„თქვენ შეკითხვა დაუსვით ოპოზიციის წევრებს, პარტიულ ხელმძღვანელებს, რა ხარჯებით დაბრძანდებოდნენ ბრიუსელებში? რა კლასის თვითმფრინავის ბილეთებით სარგებლობდნენ, როდესაც მავნებლობდნენ საქართველოს წინააღმდეგ? გაურკვეველი წარმომავლობის შემოსავლებით დარბოდნენ. არ აქვთ რუსული შემოსავლები? არ აქვთ ქოლცენტრები?“ - განუცხადა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს.