ფელიქს მაგათს გერმანიის ნაკრების გაწვრთნა სურს

ფელიქს მაგათს გერმანიის ნაკრების გაწვრთნა სურს

გერმანელმა მწვრთნელმა, ფელიქს მაგათმა, ქვეყნის ნაკრების გაწვრთნის სურვილი გამოთქვა.

„არ ვიცი რა მოთხოვნები აქვს გერმანიის საფეხბურთო კავშირს ამ თანამდებობის კანდიდატისთვის. მაგრამ, ჩემი აზრით, აშკარაა, რომ ჩვენ ახლა სასწრაფოდ გვჭირდება ადამიანი, რომელიც შეძლებს ამ საკუთარ თავში სრულიად დაურწმუნებული გუნდის ხელახლა შეკრებას, რომელიც ვეღარ უძლებს ვერანაირ კრიტიკას.

ვფიქრობ, მაქვს უნარი მათ თავდაჯერებულობა დავუბრუნო. რამდენიმე გუნდი ბუნდესლიგის ცხრილის ბოლოდან შუაში ან თუნდაც თავში ავიყვანე და ეს არის ის, რაც ახლა ბუნდესნაკრებს სჭირდება.“ - ციტირებს მაგათის სიტყვებს Norddeutscher Rundfunk.

შეგახსენებთ, რომ ფელიქს მაგათმა სამჯერ მოიგო ბუნდესლიგა: ორჯერ „ბაიერნთან,“ ერთხელ „ვოლფსბურგთან“ ერთად. გასულ ექვს წელიწადში მას მხოლოდ ერთხელ ეკავა მწვრთნელის პოსტი - 2022 წელს „ჰერტაში,“ რომელიც ბუნდესლიგიდან გავარდნას გადაარჩინა.