ჟან კლოდ ვან დამი, რომელიც ჯერ ისევ ოფიციალურ ქორწინებაშია მსახიობ გლედის პორტუგეზთან, აღარ მალავს, რომ საყვარელი ჰყავს.
ამჯერად ვარსკვლავის გული უკრაინელმა ალიონა კავერინამ დაიპყრო. ადრე წყვილი ამტკიცებდა, რომ ისინი მხოლოდ მეგობრები იყვნენ, მაგრამ ამ დღეებში კავერინამ ინტერნეტში გამოფინა ფოტოები, რომლებიც საზოგადოებას აფიქრებინებს, რომ წყვილს აშკარად მეგობრობის გარდა “სხვა რამეც“ აკავშირებს.
წელს ზემოთ შიშველი ვან დამი ვნებიანად ეხვევა ქალიშვილს. ჟურნალისტებმა ისიც გამოარკვიეს, რომ შეყვარებულები უკვე კარგა ხანია ერთად ცხოვრობენ და მსოფლიოს გარშემო რომანტიკულ მოგზაურობებსაც აწყობენ.
მათი ურთიერთობა კავერინას დედამაც დაადასტურა. როგორც ქალბატონი აღნიშნავს, მას სულაც არ აწუხებს ის ფაქტი, რომ მსახიობი ცოლიანია. მისთვის მთავარია, ალიონა ბედნიერი იყოს.
atb.ge