ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა ასტრონომმა დევიდ მარტინესმა, რომელიც სახლიდან გაუსვლელად იკვლევდა ვარსკვლავებსა და პლანეტებს მარსზე „ხელოვნური წარმოშობის ობიექტი“ აღმოაჩინა.
მარტინესმა დაასახელა ამ ადგილის ზუსტი მარსული კოორდინატები:
„მე ობიექტს „ბიოსადგურ ალფას“ ვუწოდებ. ის სიგრძეში 210 მეტრს აღემატება, მისი სიგანე კი დაახლოებით 45 მეტრია. ის გამოიყენება როგორც ცილინდრი, ანდა, რამდენიმე ცილინდრი. ეს, შეიძლება, იყოს ელექტროსადგური, ბიოლოგიური პროდუქტის საწყობი ან შეღებილი გარაჟი... ვიმედოვნებ, რომ იქ არ არის იარაღი“, – აცხადებს კაბინეტის ასტრონავტი.
არიზონის უნივერსიტეტის უცხოპლანეტური გეოლოგიის სპეციალისტი ალფრედ მაკივენი დარწმუნებულია, რომ ეს ამოუცნობი ობიექტი მხოლოდ ეფექტია, რომელიც გამოწვეულია კოსმოსური გამოსხივებით.
გავიხსენოთ, რომ კოსმოსურმა აპარატმა „ვიკინგ 1-მა“ 1976 წელს მარსზე იპოვა კლდე, რომელიც ადამიანის სახეს მოგვაგონებდა, რაც იმის დამამტკიცებელ საბუთად მიიჩნიეს, რომ მარსს არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ, თუმცა, „ნასამ“ დაამტკიცა, რომ ეს მხოლოდ სინათლის ეფექტია და არავითარი სახე მარსის ზედაპირზე არ არსებობს.