დღეს დილით კლუბი „ბარსელონას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ცნობა, რომ ამ გუნდისა და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ მუხლის ტრავმა მიიღო. ფეხბურთელი კატალონიური გუნდის ექიმებმა სასწრაფოდ გამოიკვლიეს და ორკვირიანი მკურნალობის კურსი დაუნიშნეს.
27 წლის სამხრეთ ამერიკელმა მუხლი ესპანეთის პირველობის ბოლო ტურში, „რეალ-სოსიედადთან“ გამართული მატჩის დროს მიიღო.
ცნობილია რომ არგენტინელი „ბარსელონას“ უახლოეს სამ შეხვედრას გამოტოვებს.
ხავიერ მასკერანო კატალონიურ კლუბში 2010 წელს ჩაირიცხა და დღემდე მისი მაისური 42 ოფიციალურ შეხვედრაში მოირგო.
მასკერანო არგენტინის ეროვნულ გუნდში 2003 წლიდან ასპარეზობს და 78 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე ორი გატანილი გოლია.