ორი დღის წინ ახლო წარსულში გამოჩენილი ფეხბურთელი შტეფან ეფენბერგი გამოცემას „Bild” ესაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში გერმანული კლუბები წინა სეზონის მიღწევებს ვერ გაიმეორებენ.
„მეეჭვება რომ “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ტიტულს დაიცავს. არც იმის მჯერა, რომ “დორტმუნდი” ფინალამდე მიაღწევს.
ისეთი გუნდები, როგორებიც “ბარსელონა”, “რეალი” და “მანჩესტერ ოუნაიტედი” არიან, დღეს, უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენენ და ვფიქრობ, გერმანული გუნდების ნაცვლად, ჩემპიონობისთვის სწორედ ისინი იბრძოლებენ.” – განაცხადა ეფენბერგმა.
ყოფილმა მოთამაშემ საკუთარი აზრი უელსელი გარეთ ბეილის მადრიდის „რეალში“ გადასვლასთან დაკავშირებითაც გამოთქვა:
„ბეილის სანაცვლოდ 100 მილიონი? ეს სიგიჟეა. ამ ბიჭზე გული შემტკივა, რადგან ასეთი თანხის დამსახურება და ტრანსფერის გამართლება პრაქტიკულად შეუძლებელია.”