100-წლიანი მფლობელობის შემდეგ ანიელების ოჯახმა შეიძლება

100-წლიანი მფლობელობის შემდეგ ანიელების ოჯახმა შეიძლება "იუვენტუსი" გაყიდოს

ტურინის „იუვენტუსი“ იყიდება. სენსაციურ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. როგორც Il Giornale წერს, ჯონ ელკანმა კლუბის გაყიდვა გადაწყვიტა.

ცნობილი ხდება, რომ Exor-ის კომპანიამ ამ ნაბიჯის გადადგმა მას მერე მიიღო, რაც კლუბს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და მის გასაყიდად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია. ზუსტი დეტალები უცნობია, მაგრამ „იუვეს“ რომ პრობლემები აქვს, ეს გასულმა სატრანსფერო ფანჯარამაც დაადასტურა, როდესაც კლუბმა მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, ტიმოთი ვეა შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსს“ უკვე 100 წელია ანიელების ოჯახი ფლობს, რაც ფეხბურთში უნიკალური შემთხვევაა - არც ერთ სხვა კლუბს საუკუნის განმავლობაში ერთი მფლობელი არ ჰყავს. ამიტომაც იქნება მოულოდნელი კლუბის გაყიდვა და შეიძლება ითქვას, დიდი ეპოქის დასასრულიც.

აქვე შეგახსენებთ, რომ გასული წლის მიწურულს პრეზიდენტის პოსტი დატოვა ანდრეა ანიელიმ, რომელსაც თავის ბიძაშვილ ჯონ ელკანთან არც თუ ისე თბილი ურთიერთობა ჰქონდა.