ჯენარო გატუზომ შესაძლოა ფრანგული კლუბი ჩაიბაროს

ჯენარო გატუზომ შესაძლოა ფრანგული კლუბი ჩაიბაროს

ჯენარო გატუზო შესაძლოა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს და „ლიონი“ ჩაიბაროს. ამის შესახებ Footmercato ავრცელებს.

ლორან ბლანის გადადგომის შემდეგ „ლიონის“ სიაში 45 წლის იტალიელი მწვრთნელიც მოხვდა, რომელიც „ვალენსიადან“ წასვლის შემდეგ უმუშევარია. სხვა დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ „ლომებმა“ არჩევანი უახლოეს დღეებში უნდა გააკეთონ, რადგან დამდეგ უიქ-ენდზე ლიგა 1 განახლდება.

„ლიონმა“ მიმდინარე სეზონი კატასტროფულად დაიწყო და 4 ტურში მოპოვებული ერთადერთი ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-18 ადგილზეა.