ლუის რუბიალესი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადადგა

ლუის რუბიალესი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადადგა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ფიფამ 3 თვით საქმიანობა აუკრძალა.

როგორც მან აღნიშნა, გადადგომის შესახებ განცხადება ფედერაციაში უკვე წარადგინა და დისკვალიფიკაციის გასვლის შემდეგ პოსტზე არ დაბრუნდება. მან ეს ინფორმაცია ჯერ პიერს მორგანთან ინტერვიუში და მერე სოციალურ ქსელში სპეციალური წერილით დაადასტურა.

„დიახ, უნდა გადავდგე, რადგან არ შემიძლია საქმიანობა გავაგრძელო. ამ გადაწყვეტილებას მას შემდეგ ვიღებ, რაც დავრწმუნდი, რომ ჩემი წასვლა ხელს შეუწყობს სტაბილურობას, რაც საშუალებას მოგვცემს 2030 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ“, - თქვა რუბიალესმა.

შეგახსენებთ, რომ ლუის რუბიალესი სკანდალში ესპანეთის ქალთა ნაკრების ფეხბურთელის, ჯენი ერმოსოს კოცნისთვის გაეხვა. მას ერმოსომ სასამართლოშიც უჩივლა.