გურამ მაჭარაშვილი: ძალიან სამწუხაროა, მაგრამ გვიწევს, რომ საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში მაინც აუხსნან რას ნიშნავს ქვეყნის კონსტიტუცია და რატომ არ უნდა დაარღვიოს ის

გურამ მაჭარაშვილი: ძალიან სამწუხაროა, მაგრამ გვიწევს, რომ საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში მაინც აუხსნან რას ნიშნავს ქვეყნის კონსტიტუცია და რატომ არ უნდა დაარღვიოს ის

კონსტიტუცია უფრო მაღლა დგას, ვიდრე რომელიმე თანამდებობის პირი ქვეყანაში, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრისას განაცხადა.

„ძალიან სამწუხაროა, მაგრამ გვიწევს საქართველოში, რომ საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში მაინც აუხსნან რას ნიშნავს ქვეყნის კონსტიტუცია, რატომ არ უნდა დაარღვიოს ქვეყნის კონსტიტუცია. მერე, თუ იმპიჩმენტი დაიწყება რატომ არ უნდა იღიმებოდეს ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარ იმპიჩმენტთან დაკავშირებით და .ა.შ. ეს პროცესი მოგვიწევს. სამწუხაროა, მაგრამ ეს არის მოცემულობა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ორ საათში პარლამენტში, საპროცედურო კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ხელმოწერების ნამდვილობას დაადგენს. კონსტიტუციურ წარდგინებას ხელს საპარლამენტო უმრავლესობის 80ზე მეტი დეპუტატი აწერს. დოკუმენტით მოთხოვნილია რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 52 მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტის დარღვევა დაადასტუროს.