გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილსა და პაატა ბურჭულაძეს მიუმატებ თუ გაამრავლებ სალომე სამადაშვილსა და ნიკა გვარამიაზე, ჯამი მაინც ნულია

გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილსა და პაატა ბურჭულაძეს მიუმატებ თუ გაამრავლებ სალომე სამადაშვილსა და ნიკა გვარამიაზე, ჯამი მაინც ნულია

სალომე ზურაბიშვილსა და პაატა ბურჭულაძეს მიუმატებ თუ გაამრავლებ სალომე სამადაშვილსა და ნიკა გვარამიაზე, ჯამი მაინც ნულია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა  საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ეს რომ იციან, ამიტომაც არის, რომ საქართველოში პოლიტიკურ პროცესში უკვე ევროკავშირის, გერმანიის, საფრანგეთის ელჩები ჩართეს.

„ისინი პოლიტიკურ პროცესში პირდაპირ არიან ჩართული და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. რატომ? რადგან მათმა ე.წ. აგენტებმა, მოწაფეებმა ვერ ივარგეს. თორემ ერთი-ორი წლის წინ, ელჩები უსამართლო განცხადებებით კი გამოდიოდნენ, მაგრამ ისე, რომ წინასაარჩევნოდ შტაბის უფროსები ყოფილიყვნენ, როგორც 2024 წლის არჩევნებზე, „ნაცმოძრაობის“ შტაბი უფრო ევროკავშირის ელჩი იყო, ეს ასე ადრე არ ყოფილა.

ეს იმის შედეგია, რომ „ენჯეოებმა“ ჯერ ვერაფერი მოახერხეს, შემდეგ „ნაცმოძრაობამ“ ვერაფერი გააკეთა, შემდეგ ჟურნალისტები გამოიყვანეს და ბოლოს – ყველა ერთად. ვერავინ ვერაფერი რომ ვერ გააკეთა, პროცესში ელჩები ჩართეს. ეს მოცემულობაა და ვინ ვისთან გაერთიანდება, ვის რა პლატფორმა ექნება, ამას ვერავინ გათვლის. ერთადერთი მოცემულობა ისაა, რომ ამ ყველაფერს ქართველი ხალხი უყურებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.