კახა კალაძე: თავიდანვე გავაკეთეთ განცხადება, რომ რთული იქნებოდა იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა, თუმცა რეაგირების დატოვების გარეშე აღნიშნული საკითხი ძალიან მძიმე იქნებოდა

კახა კალაძე: თავიდანვე გავაკეთეთ განცხადება, რომ რთული იქნებოდა იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა, თუმცა რეაგირების დატოვების გარეშე აღნიშნული საკითხი ძალიან მძიმე იქნებოდა

თავიდანვე გავაკეთეთ განცხადება, რომ რთული იქნებოდა იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა, თუმცა რეაგირების დატოვების გარეშე აღნიშნული საკითხი ძალიან მძიმე იქნებოდა, რადგან მაღალი თანამდებობის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზეა საუბარი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მოლოდინებს რაც შეეხება, ჩვენ თავიდანვე გავაკეთეთ განცხადება, რომ რთული იქნებოდა იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა, რადგან საკმარისი ხმები არ არსებობს, თუმცა რეაგირების დატოვების გარეშე აღნიშნული საკითხი ძალიან მძიმე იქნებოდა, რადგან მაღალი თანამდებობის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზეა საუბარი, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან რეაგირების მოხდენა იყო საჭირო და აუცილებელი“, - განაცხადა კალაძემ.